დღეს დილით ღაზა აფეთქებების სერიამ შეძრა. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე ისრაელის პრემიერ-მინისტრის უარის შემდეგ რეგიონში კონფლიქტის გაფართოების რისკი იზრდება. ბლოკადაში მოქცეულ პალესტინის ანკლავში ისრაელის არმია საჰაერო დარტყმების პარალელურად სახმელეთო ოპერაციასაც ახორციელებს.
ღაზაში ისრაელის არმია ჰამასის ინფრასტრუქტურას ბომბავს , მიწასთან გასწორებულია ასობით საცხოვრებელი სახლი.
ღაზის ჯანდაცვის სამსახურის მონაცემებით, 7 ოქტომბრის შემდეგ 8 ათას 306 ადამიანი, მათ შორის 3 ათას 457 არასრულწლოვანი დაიღუპა ისრაელის თავდასხმების შედეგად.
გაეროს ოფიციალური მონაცემებით, რომ ღაზის 2,3 მილიონიანი მშვიდობიანი მოსახლეობის 1,4 მილიონზე მეტი უსახლკაროდ დარჩა.