პალესტინის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება სოციალურ ქსელში ვიდეოკადრებს აზიარებს, რომელზეც აღბეჭდილია ღაზის სექტორში ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად დანგრეული მისი საწყობი.
ორგანიზაციის თანამშრომლები სარაკეტო დარტმის შედეგად შენობისთვის მიყენებულ ზარალს აფასებენ.
პალესტინური მხარის განცხადებით, საწყობი აღარ ფუნქციონირებს. პალესტინის ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ორშაბათს ღაზის სექტორის ქალაქ ღაზაში მდებარე სამ დიდ საავადმყოფოსთან საჰაერო თავდასხმა მოხდა.
ისრაელი ჰამასს საავადმყოფოების მახლობლად სამეთაურო ცენტრებისა და იარაღის განთავსებაში ადანაშაულებს, რასაც დაჯგუფება უარყოფს.