საქართველოს პრემიერმა რეჯებ თაიფ ერდოღანს და თურქ ხალხს,თურქეთის ეროვნული დღე მიულოცა. მთავრობის მეთაურის თქმით, თავისი ურყევი მისწრაფებითა და თანმიმდევრული პოლიტიკით, ამ 100 წლის განმავლობაში, თურქეთი გახდა ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური და ეკონომიკური მოთამაშე როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ დონეზე.მისი თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოსა და თურქეთს უნიკალური მეგობრობა და ძმობა აკავშირებთ.
ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე − დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.