ფესტივალი „ოქროს თვალი“ დასრულდა

29 ოქტომბერი 2023, 11:03 514 ნახვა

კინო და ტელეოპერატორების ფესტივალი - ოქროს თვალი საზეიმო ვითარებაში დასრულდა. საკონკურსო ღონისძიებაზე სამ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ოპერატორები გამოავლინეს.

საპრიზო პოზიციები დაიკავეს აჭარის ტელევიზიის ოპერატორებმა ანზორ ქათამაძემ და მამუკა ჩხიკვაძემ. ხოლო, ფესტივალის გრან პრის მფლობელი ქალაქ „ბათუმის წარმომადგენლობა“ გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფესტივალი სამომავლოდ კვლავ ქალაქ ბათუმში გაიმართება.

ოქროს თვალი — კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალია, რომლის მიზანია მოტივაცია მისცეს ოპერატორებს, ტელე-კინო ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებს და ხელი შეუწყოს მათ პროფესიულ ზრდას.

გარდა საკონკურსო ღონისძიებისა ფესტივალი შემეცნებით და საგანმანათლებლო ტრენინგებსაც მოიცავდა, სადაც უცხოელი ექსპერტები ქართველ კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებდნენ.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში