ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო. კონკურსში მონაწილეობა ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის ნებისმიერი მიმართულების სტუდენტს შეუძლია. დეტალური ინფორმაცია ბათუმის მერიის ვებგვერდზეა განთავსებული. განაცხადების მიღება 31 მარტს დასრულდება.