საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის მესამე მატჩში სტუმრად ლიეტუვას დაუპირისპირდა და ფრედ 0:0 დაუზავდა.
მასპინძლებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და რეალური საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ ჩვენი ნაკრები ძელმა იხსნა.
ლიეტუველებს გატანა 67-ე წუთზეც შეეძლოთ, თუმცა მეკარე სვეტლანა გაბელაიამ რიმანტე იონუშაიტეს დარტყმა მოიგერია და საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა. მატჩის მიწურულს კი გოლის გატანასთან ახლოს უკვე საქართველოს ნაკრები იყო, მაგრამ კარის წინ მარტო დარჩენილმა მაიკო ბებიამ მეკარეს ვერ აჯობა და საბოლოოდ შეხვედრა ფრედ 0:0 მორჩა.
ამრიგად ორი ტურის შემდეგ ჩვენი ნაკრები 2 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 31 ოქტომბერს ლიეტუვასთან ამჯერად თბილისში ჩაატარებს.