ბათუმელი რეჟისორი გიორგი გოგიბერიძე გარდაიცვალა 

27 ოქტომბერი 2023, 10:33 2289 ნახვა

ბათუმელი რეჟისორი, ტელეწამყვანი, ფოტოგრაფი და „ბიაფის“ ხელმძღვანელი გიორგი (გოგა) გოგიბერიძე ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

ის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის, გადაცემა "თეთრი კვადრატის" ავტორი და წამყვანი იყო. 

გოგიბერიძე 2006 წლიდან  "ხელოვანთა სახლი არგანის“ დირექტორი იყო. ამ ორგანიზაციას უკავშირდება ბათუმში არაერთი სახელოვნებო და კულტურული პროექტის განხორციელება, მათ შორის – „ბიაფის“, საერთაშორისო კინოფესტივალის, რომელიც წლებია ბათუმის ერთ-ერთი კულტურული ღონისძიებაა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი