ბათუმის სპორტული ცენტრის ინიციატივით დაიწყო სასკოლო-სპორტული ოლიმპიადა, რომელიც სპორტის რვა სახეობაში გაიმართება. ბათუმის ორმოცამდე კერძო და საჯარო სკოლების ხუთიათასამდე მოსწავლე ერთმანეთს ხელბურთში, ფრენბურთში, კალათბურთში, მძლეოსნულ გარბენში, მხიარულ თამაშებში, ბადმინტონში, მაგიდის ჩოგბურთსა და მინი-ფეხბურთში შეეჯიბრება. ოლიმპიადა მინი-ფეხბურთის ტურნირით დაიწყო.
შეჯიბრებები როგორც ვაჟთა, ასევე გოგონათა გუნდებს შორის სამი თვის განმავლობაში გაიმართება.
აქვე გეტყვით, რომ სპორტული ცენტრის ორგანიზებით, 28 ოქტომბერს სტარტს აიღებს „ბათუმის თასი 2023“-ის გათამაშება ფეხბურთში, რომელშიც ხუთი უცხოური და ათი ადგილობრივი გუნდი იასპარეზებს.