აშშ-ის მეინის შტატის ქალაქ ლუისტონში მასობრივი სროლის შედეგად მინიმუმ 22 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტრაგედია მეინის შტატის ქალაქ ლუისტონში მოხდა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებული მამაკაცი სავაჭრო, საკვებ და გასართობ ობიექტებში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. მათივე თქმით, სროლა რამდენიმე ადგილას მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დამნაშავე ახალგაზრდა მამაკაცია - მასზე ძებნაა გამოცხადებული.
ქალაქის მერი მოსახლეობას სიფრთხილისა და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.