თორნიკე შენგელია იტალიის სერია A-ს გასული ტურის უძვირფასეს მოთამაშედ დაასახელეს

25 ოქტომბერი 2023, 13:30 432 ნახვა

ვირტუს ბოლონიას ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია, რომელიც მიმდინარე სეზონის სტარტზე ჩინებულ ფორმაში იმყოფება, იტალიის სერია ა-ს მოთამაშე ემ-ვი-პი გახდა. ქართველ მძიმე ფორვარდს სასარისთან მოგებულ მატჩში შესანიშნავი სტატისტიკა ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ თორნიკემ ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 30 წუთში სამმაგ დუბლამდე ერთადერთი პასი დააკლდა. ქართველმა კალათბურთელმა ხმების 55.3% მიიღო, ლენგსტონ გელოვეის რეჯო ემილიადან - 26.3% ერგო, კრუიზ პინკინსს სკაფატიდან კი – 18.4%.

ვირტუსს იტალიაში ოთხივე მატჩი მოგებული აქვს და ბრეშასთან და გიგა ჯანელიძის ვენეციასთან ერთად ლიდერობს, მომდევნო თამაშს კი 30 ოქტომბერს გასვლაზე ნაპოლისთან ჩაატარებს. 27 ოქტომბერს ბოლონიელები ევროლიგის ეგიდით ფრანგულ ვილერბანს ესტუმრებიან.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი