ისრაელის პოლიციამ და შინ ბეტის შიდა უსაფრთხოების სამსახურმა ტყვედ აყვანილი ჰამასის ბოევიკების დაკითხვების კადრები გაავრცელეს, რომლებიც 7 ოქტომბერს ისრაელის სოფლებზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ.
ვიდეომასალაში აღბეჭდილია ხელბორკილებიანი ჰამასის მებრძოლი, რომელიც მაგიდასთან ზის და საუბრობს მეთაურებისგან მიღებული ბრძანებების შესახებ. მათ ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეების - კაცების დახოცვა, ხოლო ქალების, ბავშვებისა და მოხუცების მძევლებად წაყვანა დაევალათ.
მეორე ბოევიკმა, რომელსაც სახეზე დაზიანები აღენიშნება, თქვა, რომ მძევლების სანაცვლოდ მათ საჩუქრად ახალ სახლსა და 10 ათას დოლარს დაჰპირდნენ.