შეხვედრა მთამსვლელებთან

24 ოქტომბერი 2023, 11:08 481 ნახვა

წელს 100 წელი გავიდა მყინვარწვერზე ქართველთა პირველი ასვლიდან. ექსპედიციები, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარა ქართულ ალპინიზმს, 1923 წლის აგვისტოში - გიორგი ნიკოლაძის, ხოლო იმავე წლის სექტემბერში ალექსანდრე დიდებულიძის ხელმძღვანელობით განხორციელდა.

თეა წულუკიანი ქართული ალპინიზმის 100 წლისთავთან დაკავშირებით ვეტერან ალპინისტებს შეხვდა. შეხვედრაზე მყინვარწვერის ექსპედიციასა და ქართული ალპინიზმის განვითარების საკითხებზე ისაუბრეს.

25-30 აგვისტოს, ქართული ეროვნული ალპინიზმის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის, 86 წლის ავთანდილ ჩხიკვაძის ხელმძღვანელობით საქართველოს მოყვარული ალპინისტების რვაკაციანმა ჯგუფმა მყინვარწვერზე წარმატებული ექსპედიცია განახორციელა.

ქართული ალპინიზმის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გველეთში მთამსვლელთა ფესტივალი გაიმართა.

მყინვარწვერზე მასობრივი ექსპედიცია 3-7 ოქტომბერს მოეწყო და მასში 30 მთამსვლელი მონაწილეობდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი