ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, საქართველოში დააკავეს იტალიის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი, რომელიც წითელი ცირკულარით იძებნებოდა

24 ოქტომბერი 2023, 11:18 712 ნახვა

საქართველოს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, საქართველოში დააკავეს იტალიის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი, რომელსაც იტალიურ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილეობა ედება ბრალად.

მისივე თქმით, დაკავებული ექსტრადიციით იტალიას უახლოეს მომავალში გადაეცემა.

„იტალიის კომპეტენტური ორგანოების შესაბამისი მოთხოვნით ხსენებული პირი იმყოფება საექსტრადიციო პატიმრობაში. ექსტრადიციის პროცედურა დასრულებულია. მისი იტალიაში ექსტრადიციის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ეს უახლოეს მომავალში განხორციელდება.

ბრალდება არის იტალიურ ერთ-ერთი ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილეობა და სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში მონაწილეობა იტალიის ტერიტორიაზე. წითელი ცირკულარით იძებნებოდა იტალიის მიერ, იტალიის ტერიტორიაზე ჩადენილი არაერთი მძიმე დანაშაულისთვის, დაკავებული იტალიელია“,- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი