გასული 24 საათის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა 4 სარაკეტო, 68 საჰაერო დარტყმა, 49 შეტევა განახორციელა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან უკრაინის ჯარების პოზიციებზე და დასახლებულ პუნქტებზე. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, რუსული ტერაქტების შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები. განადგურდა და დაზიანდა საცხოვრებელი შენობები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
ღამით რუსი ოკუპანტები თავს დაესხნენ უკრაინის ტერიტორიას, ცეცხლი გაუხსნეს ხერსონის, დონეცკის, ხარკოვის რაიონს. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თითოეულში 4 დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქე დაფიქსირდა.
პარალელურად, უკრაინის გენშტაბის ცნობით, თავდაცვის ძალები ახორციელებენ შეტევითი ოპერაციას მელიტოპოლის მიმართულებით და ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს რობოტინოს სამხრეთით.