ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებულთაგან ერთ-ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გარდაცვლილი შუა ხნის ქალია. ის ხეჩინაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. როგორც კლინიკაში განაცხადეს, პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა.
ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში შემთხვევის ადგილიდან სამი პაციენტი გადაიყვანეს. ორი მათგანის მდგომარეობა სტაბილურია.
არსებული ინფორმაციით, აფეთქება სწორედ გარდაცვლილის სახლში მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. რის შემდეგაც ცეცხლი სხვა სართულებზეც გავრცელდა.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირია. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.