დავასრულოთ ბავშვთა ქორწინება - სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხზე მსჯელობენ.
შეხვედრაზე განიხილება სისტემურ პრობლემასთან ბრძოლის მეთოდები. სახალხო დამცველის აპარატის სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 6 თვეში არასრულწლოვნების მშობიარობის 201 შემთხვევაა აღრიცხული.
შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ შეიქმნება საინიციატივო ჯგუფი, რომელიც პრობლემაზე სახელმწიფო უწყებებთან ერთად იმუშავებს.