ისრაელიდან საქართველოში 15 000-ზე მეტი მოქალაქე დაბრუნდა - ელჩი

23 ოქტომბერი 2023, 11:50 517 ნახვა

საქართველოში ისრაელიდან ბოლო 15 დღის მანძილზე 15 000-ზე მეტი მოქალაქე ჩამოვიდა - ინფორმაციას ისრაელში საქართველოს ელჩი ავრცელებს. 

ლაშა ჟვანიას თქმით, ამ ეტაპზე, "ჯორჯიან ეარვეისი" თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეისებს აღარ ასრულებს. თუმცა თბილისის მიმართულებით ისრაელის სამი კომპანიის თვითმფრინავები დაფრინავენ.  

ელჩი ამ ეტაპზე უარყოფს თელ-ავივის აეროპორტის დაკეტვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას და განმარტავს, რომ არაერთი საერთაშორისო ავიაკომპანიის მხრიდან ისრაელში ფრენების შეწყვეტის მიზეზი საომარი მოქმედებების გამო თვითმფრინავების დაზღვევის შეჩერება გახდა.  მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებთან ცხელი ხაზის მეშვეობით არის კონტაქტი. ელჩის ინფორმაციით,  112 ადამიანია  რეგისტრირებული აშკელონში, თუმცა ეს რიცხვი გაცილებით მეტია.

ამავე ქალაქში მუშაობენ ქართველი ექიმები  ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში, საავადმყოფოში, რომელიც ყველაზე ახლოს არის ღაზის სექტორთან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი