უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 90 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

23 ოქტომბერი 2023, 09:58 520 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, გასული 24 საათის განმავლობაში, 90 სამხედრო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა აქტიური სამხედრო ოპერაციები ჩაატარეს კუპიანსკის, ლიმანსკის, ბახმუტსკის, ავდეევსკის, მარინსკის, ზაპოროჟიესა და მელიტოპოლის მიმართულებებზე.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში მოხდა 90-ზე მეტი სამხედრო შეტაკება. საერთო ჯამში, მტერმა განახორციელა 10 სარაკეტო და 63 საჰაერო დარტყმა,  განახორციელა 58 შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ჩვენს პოზიციებზე, ჯარებსა და დასახლებულ ადგილებზე“- განმარტავენ გენშტაბში.

ღამით უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაშის სიგნალი ჩაირთო. აფეთქებების ხმა ისმოდა ოდესაში, გავრცელდა ინფორმაცია ოლქში საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებ. უკრაინის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღამის იერიშისას განადგურდა ყველა - 14 "შაჰედის" ტიპის დრონი და ერთი რაკეტა.

რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის 4 სასაზღვრო დასახლება ქვემეხებით 5-ჯერ დაბომბეს. დაფიქსირდა 13 აფეთქება. 

პარალელურად, უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალების თვითმფრინავებმა 7 დარტყმა განახორციელეს იმ ადგილებში, სადაც მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობა, იარაღი და სამხედრო ტექნიკა იყო თავმოყრილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი