212 ადამიანი „ჰამასის“ ტყვეობაში რჩება 

22 ოქტომბერი 2023, 14:48 360 ნახვა

„ჰამასის“ ტყვეობაში ამ დროისთვის 212 მძევალი იმყოფება - ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებში ავრცელებენ. პრესსპიკერის განცხადებით, ყველა მათგანის ოჯახის წევრი ინფორმირებულია.

თავდაცვის ძალებში ასევე აღნიშნავენ, რომ მძევალთა რიცხვი საბოლოო არ არის, რადგან სამხედროები უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ ინფორმაციის მოძიებას განაგრძობენ.

მოქალაქეები და მძევლების ახლობლები ისრაელში საპროტესტო აქციებს მართავენ და დატყვევებულების სახლში დაბრუნებაში მსოფლიოს დახმარებას სთხოვენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში