ბათუმის ნომერ მესამე პენიტენციურ დაწესებულებასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. უფლებადამცველები და პატიმრების ოჯახის წევრები ციხეებში სამედიცინო ხელმისაწვდომობის გაზრდას ითხოვენ. ამბობენ, რომ დაწესებულებებს არ ჰყავს სათანადო სამედიცინო პერსონალი, ვინც ქრონიკულად მოავადე პაციენტებს მართავს.
საუბრობენ, კვებასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც. აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს საზოგადოებრივი კონტროლის ჯგუფის შექმნაც, რომლის წევრებსაც ციხის ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე კონტროლის განხორციელების უფლება ექნებათ.
როგორც უფლებადამცველები აცხადებენ, პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრებისგან ბოლო პერიოდში გაიზარდა შეტყობინებები ციხეებში არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებაც.
''მთავარი'' დაუკავშირდა იუსტიციის სამინისტროს. უწყებაში ჯერ-ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.