ისრაელსა და ღაზის სექტორში საომარი მოქმედებები გრძელდება. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, წუხელ ღაზის სექტორში საჰაერო იერიში 100-ზე მეტ სამიზნეზე მიიტანეს. მათივე ინფორმაციით, თავდასხმების დროს გაანადგურეს ტერორისტი, რომელიც „ჰამასის“ სამხედრო-საზღვაო ძალების წევრი იყო.
პარალელურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პალესტინის მხარდამჭერი აქციები იმართება.
პალესტინელთა მხარდამჭერები აღნიშნავენ, რომ ისრაელი ღაზის სექტორში გენოციდს ახორციელებს.