დღეს ''დინამო'' ბათუმი გორის ''დილას'' უმასპინძლებს

20 ოქტომბერი 2023, 10:14 783 ნახვა

დღეს საქართველოს ეროვნული ლიგის 30-ე ტურში ''დინამო'' ბათუმი შინ გორის ''დილას'' უმასპინძლებს.

ამ დროისთვის 63 ქულით ბათუმელები ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობენ, ხოლო გორელებს 44 ქულა აქვთ და მე-6 პოზიციას იკავებენ.

შეხვედრა ბათუმში 20:00 საათზე დაიწყება. მიმდინარე სეზონში ამ კლუბებმა ერთმანეთში 3-ჯერ ითამაშეს და სრული თანაფარდობაა. ერთი მატჩი ''დინამომ'' მოიგო, ერთი ''დილამ'' და ერთიც ფრედ დასრულდა.

დღესვე ქობულეთის ''შუქურა'' გორში თბილისის ''საბურთალოს'' დაუპირისპირდება. მატჩი 15:00 საათზეა ჩანიშნული.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში