საფრანგეთში რამდენიმე აეროპორტში განგაში გამოცხადდა, მათი ნაწილიდან ევაკუაცია განხორციელდა.
როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, მუშაობა შეაჩერეს ლილის, ლიონის, ნანტის, ნიცის, ტულუზას და პარიზის ბოვეს აეროპორტებმა. ლილის აეროპორტიდან მგზავრების ევაკუაციაც განხორციელდა. ამის მიზეზი აეროპორტის დანაღმვის შესახებ მიღებული ინფორმაცია გახდა. უსაფრთხოების მიზნით გაიყვანეს დამთვალიერებლები ვერსალის სასახლიდანაც.
საფრანგეთში სხვადასხვა შენობაში ბომბის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინებები, გასულ კვირასაც იყო. ამის გამო ევაკუაცია განხორციელდა ლუვრის მუზეუმიდან და ლიონის მატარებლების სადგურიდან.