თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა თელ-ავივიდან კიდევ რამდენიმე რეისი მიიღო

18 ოქტომბერი 2023, 10:06 547 ნახვა

ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით კიდევ ორი რეისი შესრულდა. გვიან ღამით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თელ-ავივიდან სამშობლოში ათობით მოქალაქე დაბრუნდა.

როგორც მოქალაქეები აცხადებენ, ისრაელში ვითარება კვლავ რთულია. მათივე თქმით, გამოფრენამდე განგაშის სიგნალები ისმოდა თელ-ავივის აეროპორტშიც. 

პალესტინის მთავრობაში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში საავადმყოფოზე იერიშის შედეგად 500-მდე ადამიანი დაიღუპა და მომხდარში ისრაელს ადანაშაულებენ. ისრაელის თავდაცვის ძალებმა კი მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურ ჯიჰადს“ დააკისრა.

 

 

 

 

ფოტო: არქივი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი