საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა

17 ოქტომბერი 2023, 20:34 791 ნახვა

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურის მატჩში ლიეტუვის ნაკრებთან ფრედ 1:1 ითამაშა და ელიტრაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა.

ქუთაისში „რამაზ შენგელიას არენაზე“ გამართულ შეხვედრაში ჩვენი ნაკრები მე-5 წუთზე რეზი დანელიას გოლით დაწინაურდა. ლიეტუვას გათანაბრება სულ მალე, 3 წუთში შეეძლო, მაგრამ ნედას გარბალიაუსკასმა თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა, მას საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი ყავლაშვილმა აჯობა.

თუმცა სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება მეორე ნახევარში მაინც მოახერხეს. 85-ე წუთზე დოვას გრუძინსკასმა გამოიჩინა თავი და მატჩის საბოლოო ანგარიში 1:1 დააფიქსირა.

ამგვარად, ჯგუფში 7 ქულით პირველ პოზიციაზე ავსტრიის 17-წლამდელთა ნაკრები გავიდა, ხოლო საქართველომ 4 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და ელიტრაუნდში ითამაშებს.

რაც შეეხება ელიტრაუნდს, 32 ნაკრები ოთხგუნდიან 8 ჯგუფში წილისყრის შედეგად გადანაწილდება, რომელთა გამარჯვებულები და შვიდი საუკეთესო მეორე ადგილოსანი ფინალურ ეტაპზე გავა.

შეგახსენებთ,რომ 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს 2024 წლის 20 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით კვიპროსი უმასპინძლებს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი