ვეტერანთა დღე სპექტაკლის ჩვენებით მიულოცა დღეს აჭარაში მცხოვრებ ვეტერანებს ბათუმის თოჯინებისა და მზოარდ მაყურებელთა თეატრმა. მათთვის თეატრის მსახიობებმა ელენე მაცხონაშვილის სპექტაკლი წერილი ჯერალდინას ითამაშეს.სპექტაკლის ჩვენება 40 წუთს გაგრძელდა და მას ვეტერანებთან ერთად ვეტერანთა ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ. ბოლო მონაცემებით აჭარაში სულ 3934 ვეტერანი ცხოვრობს.