ხელვაჩაურში, 90 ოჯახზე გათვლილი სოციალური სახლის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 11 მლნ ლარია.
ხელვაჩაურში, ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკვე აშენდა 4 სოციალური სახლი. მათ შორის 3 სოფელ კაპრეშუმში და 1 ურეხის დასახლებაში.
ასევე, ერგეში და სალიბაურში იგეგმება სოციალური სახლების მშენებლობა.