„ჰამასი“ ისრაელიდან გატაცებული მძევლის ვიდეოს ავრცელებს

17 ოქტომბერი 2023, 14:01 857 ნახვა

''ჰამასმა“ ისრაელიდან აყვანილი მძევლის პირველი ვიდეო გაავრცელა, - ინფორმაციას სააგენტო როიტერი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ვიდეოში ახალგაზრდა ქალი აცხადებს, რომ ის არის 21 წლის მაია შემი, შოჰამიდან, ისრაელიდან.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურა, რომ მაია შემი „ჰამასმა“ გაიტაცა. ისინი აცხადებენ, რომ კავშირში არიან გატაცებული გოგონას ოჯახთან. ვიდეოს გავრცელების შემდეგ, მიმართვა გაავრცელა გოგონას დედამ.

„ვევედრებით მსოფლიოს, რომ ჩემი შვილი სახლში მოიყვანონ. ჩვენ შენ გვიყვარხარ. ჩვენ შენ გელოდებით“, - განაცხადა გატაცებული მაია შემის დედამ.

ნატალია კიკვაძე
ტექნიკური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი