''დინამო'' ბათუმისა და გორის "დილას" მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

17 ოქტომბერი 2023, 13:20 954 ნახვა

20 ოქტომბერს „დინამო“ ბათუმი ეროვნული ლიგის 30-ე ტურში გორის „დილას“ უმასპინძლებს.

მატჩზე დასასწრები ბილეთების ონლაინ რეჟიმში რეალიზაცია https://biletebi.ge/ -ზე მიმდინარეობს. სტადიონის სალაროებში ბილეთები 18 ოქტომრიდან გაიყიდება. ბილეთის ფასი 5,10 და15 ლარია. VIP სექტორზე ბილეთის ღირებულება 25 ლარს შეადგენს.

„დინამო“ ბათუმისა და გორის „დილას“ მატჩი „ბათუმი არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ 29 ტურის შემდეგ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილს „დინამო“ ბათუმი 63 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს, ხოლო გორის „დილა“ 44 ქულით მე-6 პოზიციაზე იმყოფება.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში