გაერო-ს უშიშროების საბჭომ მხარი არ დაუჭირა რუსეთის რეზოლუციას, რომელიც ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
კენჭისყრის დროს რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა ოთხმა ქვეყანამ: აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა და იაპონიამ მისცეს, რეზოლუციას მხარი ხუთმა ქვეყანამ დაუჭირა, თავი კი ექვსმა შეიკავა.
გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა რუსეთი გააკრიტიკა იმის გამო, რომ რეზოლუციაში „ჰამასი“ ნახსენებიც არ არის.
„ჰამასის" არ დაგმობით, რუსეთი ხელს აფარებს ტერორისტულ დაჯგუფებას, რომელიც სისასტიკეს სჩადის უდანაშაულო მოქალაქეების მიმართ. ეს არის აღმაშფოთებელი, ეს არის თვალთმაქცობა“, - განაცხადა თომას-გრინფილდმა.
ომის შესახებ კიდევ ერთ რეზოლუციას, რომელიც ბრაზილიამ მოამზადა, კენჭს ხვალ უყრიან.