საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე შინ კვიპროსის ნაკრებს დაუპირისპირდა და 4-0 გაიმარჯვა.
პირველი ტაიმი თანაბარი თამაში გამკვიდა და ლოგიკური ანგარიშით 0-0 დასრულდა.
შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა მალევე 46-ე წუთზე გაიტანა. კვარაცხელია დატრყმას მცველები გადაეღობნენ, გადმოვარდნილ ბურთზე კი შორეული დარტყმით კიტეიშვილმა ანგარიში გახსნა.
58-ე წუათზე ჩაკვეტაძემ კვარაცხელიას კარგი გადაცემა გაუკეთა და ანგარიში 2-0 გახდა.
მატჩის მიწურულს 82-ე წუთზე კვარაცხელიას საგოლე გადაცემის შემდეგ ცვლილებებაზე შემოსულმა შენგელიამ ანგარიში 3-0 გახადა.
კომპენსირებულ დროში კი გიორგი მიქაუტაძემ პენალტი ზუსტად შეასრულა და საბოლოო ანგარიში 4-0 დააფიქსირა.
ამ დროისთვის საქართველოს ნაკრები 7 ქულას აგროვებს და ჯგუფში მეოთხე ადგილს იკავებს.
ვილი სანიოლის გაწვრთნილ ნაკრებს ნოემბრის თვეში 2 შეხვედრა ელოდება. 16 ნოემბერს შინ შოტლანდიასთან და შემდეგ 19 ნოემბერს გასვლაზე ესპანეთთან.