ბათუმის სარაგბო კლუბი სტუმრად ბოლნისის „ყოჩებთან“ დამარცხდა

15 ოქტომბერი 2023, 16:15 770 ნახვა

სარაგბო კლუბი „ბათუმი“ საქართველოს რაგბი დიდი 10-ის მე-5 ტურის შეხვედრაში  სტუმრად ბოლნისის „ყოჩებს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 14:13 დამარცხდა.

ბათუმელთაგან შეხვედრაში ერთადერთი ლელოს დადება, ვაჟა თაგაურმა მოახერხა, ორი ჯარიმა და ერთი გარდასხვა კი, მამუკა ნინიძის ანგარიშზეა.

ამ დროისთვის შავიზღვისპირელები  დიდი 10-ის სატურნირო ცხრილში 15 ქულით მეოთხე პოზიციაზე იმყოფებიან.

მომდევნო შეხვედრას "ბათუმი" 21 ოქტომბერს შინ ქუთაისის „აიას“ წინააღმდეგ გამართავს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი