ჯანმო ისრაელის ბრძანებას ღაზას საავადმყოფოებიდან ევაკუაციის შესახებ გმობს

15 ოქტომბერი 2023, 14:44 494 ნახვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მკაცრად გმობს ისრაელის განმეორებით ბრძანებებს ღაზის ჩრდილოეთით მდებარე 22 საავადმყოფოდან ევაკუაციის შესახებ, სადაც 2 ათასზე მეტ პაციენტს მკურნალობენ.

ჯანმოს განცხადებით, ღაზის სექტორში საავადმყოფოს პაციენტების სამხრეთით უკვე გადატვირთულ საავადმყოფოებში ევაკუაციის იძულება შესაძლოა, სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იყოს.

სამედიცინო პერსონალი ახლა ცუდი არჩევანის წინაშეა, მიატოვონ კრიტიკული პაციენტები ან დააყენონ საკუთარი სიცოცხლის საფრთხის ქვეშ, თუმცა მათმა უმრავლესობამ ფიცის ერთგულება გადაწყვიტა და ადგილზე რჩებიან - აღნიშნულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში.

ჯანმო მოუწოდებს ისრაელს დაუყოვნებლივ გააუქმოს ევაკუაციის ბრძანებები ღაზას ჩრდილოეთით მდებარე საავადმყოფოებში და მოუწოდებს სამედიცინო დაწესებულებების, ჯანდაცვის მუშაკების, პაციენტებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი