პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. მმართველი პარტია „სამართლის და სამართლიანობისთვის“ კენჭს მესამედ იყრის.
ოპოზიციაში კი აღნიშნავენ, რომ ამჟამინდელი მმართველი პარტიის გამარჯვება ქვეყანას ევროკავშირიდან გასვლის გზაზე დააყენებს.
საარჩევნო უბნები დილის 7 საათზე გაიხსნა და ადგილობრივი დროით საღამოს 9 საათზე დაიხურება.
მოქალაქეები პოლონეთის სეიმის 460 და სენატის 100 წევრს აირჩევენ.