დღეს საქართველოს ნაკრები კვიპროსს დაუპირისპირდება

15 ოქტომბერი 2023, 11:15 732 ნახვა

დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მატჩი თბილისში "მიხეილ მესხის სახელობის" სტადიონზე 17:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.

ვილი სანიოლის გაწვრთნილ საქართველოს ნაკრებს 5 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 4 ქულა აქვს და ჯგუფში მე-4 ადგილს იკავებს, ხოლო თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით კვიპროსელებმა 6 მატჩი ჩაატარეს და ჯერაც ქულის გარეშე იმყოფებიან.

საქართველოს ნაკრები კვიპროსს აქამდე 7-ჯერ შეხვდა და ბალანსი თანაბარია: 3 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ტაილანდს რეკორდული ანგარიში 8-0 მოუგო.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი