ირაკლი ჩიქოვანის განცხადება და ოპოზიციის შეფასებები

14 ოქტომბერი 2023, 18:08 552 ნახვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ირაკლი ჩიქოვანს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დასწრების შესახებ განმარტებების გაკეთება მოუწია, ასევე დეზინფორმაცია უწოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების კრიტიკას, თითქოს მათ ასამბლეაში მონაწილეობის საშუალებას „ქართული ოცნება“ არ აძლევდა.

განმარტა, რომ ასამბლეაში მონაწილეობისთვის მათ შესაბამისი კვოტები გააჩნიათ და თუ ვინმე ვერ მონაწილეობს ადგილს ერთმანეთს არ უთმობენ. ირაკლი ჩიქოვანის ამ განცხადებას შეფასებები მოჰყვა.

მმართველი გუნდის ოპონენტების თქმით, ეს იყო ისტორიული რეზოლუცია, სადაც საქართველოს შანსი ჰქონდა მონაწილეობის მიღების, თუმცა მათი განცხადებით ''ოცნებამ'' იცოდა რეზოლუციის ტექსტის შინაარსი, სადაც პუტინი დიქტატორად უნდა გამოცხადებულიყო და რუსეთის წინააღმდეგ ნაბიჯის გადადგმის შეეშინდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი