დღეს სვეტიცხოვლობაა

14 ოქტომბერი 2023, 12:00 428 ნახვა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. უძველესი ქრისტიანული დღესასწაული საქართველოში 30 წელზე მეტია რაც აღადგინეს.

ტრადიციულად ამ დღეს სვეტიცხოვლის ტაძარში წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აღავლენს, ხოლო შემდეგ იმართება სახალხო სეირნობა მცხეთის ქუჩებში, კონცერტები, გამოფენები, სპორტული შეჯიბრებები. 

სვეტიცხოვლის ტაძრის მშენებლობა საქართველოში უფლის კვართის ჩამობრძანებას უკავშირდება.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი, ქრისტეს ყველა მოციქულს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში