ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი უკვე თელ-ავივშია. ლოიდ ოსტინს დაგეგმილი აქვს შეხვედრები კოლეგასთან და ისრაელის პრემიერ-მინისტრთან.
შტატების თავდაცვის მინისტრი ისრაელში ბრიუსელიდან ჩავიდა, სადაც ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრას ესწრებოდა.
გავრცელებული ცნობით, ლოიდ ოსტინსა და ისრაელის ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრა, ისრაელის ოპერატიულ დაგეგმარებას, ამოცანებსა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო დახმარებას შეეხება.