დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ტაილანდს დაუპირისპირდება.
მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.
ეს შეხვედრა კვიპროსის ნაკრებთან მატჩამდე მოსამზადებელი თამაშია.
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო მატჩი საქართველოსა და კვიპროსის შორის 15 ოქტომბერს გაიმართება.