პერუში ტრეფიკინგის მსხვერპლებს ქოლ ცენტრებში იძულებით ამუშავებდნენ

11 ოქტომბერი 2023, 10:08 508 ნახვა

პერუს პოლიციამ ლიმაში  ადამიანებით ვაჭრობის ქსელი გამოავლინა. დაკავებულია  რვა ადამიანი, რომლებიც სავარაუდოდ დანაშაულებრივი ორგანიზაციის  წევრები არიან. მათი ტყვეობიდან სამართალდამცველებმა აზიის 44 მოქალაქე გაათავისუფლეს დაზარალებულები, ძირითადად მალაიზიური წარმოშობის არიან. მათ ეგრეთწოდებულ ქოლ-ცენტრებში  იძულებით  ამუშავებდნენ და პერუში  ყალბი საბაბით შეიტყუეს.

პოლიციის  ოპერაციის დროს გაათავისუფლეს 26 ქალი და 17 მამაკაცი მალაიზიიდან. ერთი  ქალი ტაივანის მოქალაქეა.

ტრეფიკინგში ეჭვმიტანილ ტაივანის ექვს მოქალაქეს შვიდდღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ლიმაში სამსართულიან სახლს, სადაც მსხვერპლები იმყოფებოდნენ,  ელექტრო ღობე  ჰქონდა,  კარები და ფანჯრები  ჩაკეტილი იყო, რათა მსხვერპლი არ გაქცეულიყო. პოლიციას ამ დანაშაულის შესახებ ორმა მსხვერპლმა შეატყობინა, რომლებმაც გაქცევა შეძლეს.    

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი