ისპანის ჭაობი ეკოლოგიური საფრთხის წინაშე

04 მარტი 2017, 00:00 3845 ნახვა

აჭარის მთავრობა ახალი ნაგავსაყრელის მოსაწყობად ტერიტორიას წლების განმავლობაში ეძებდა. ადგილი შერჩეულია, თუმცა ცეცხლაურში ნაგავსაყრელის მშენებლობას მალევე მოჰყვა ხალხის პროტესტი. ტერიტორია მედიის ყურადღების ცენტრში ბოლო ორი კვირაა, შპს “ჰიგიენა 2009”-ის გამო მოექცა, რომელსაც გრანტის თანხით ტერიტორიის მოწყობა ევალება, მისი დირექტორი კი საგამოძიებო უწყებების ცნობით მიმალვაშია. ამჯერად თქვენ ყურადღებას ამ ტერიტორიიდან 2 კილომეტრში არსებულ ისპანის ჭაობზე გავამახვილებთ, რომლის ეკოსისტემაც მსოფლიოში უნიკალურია. სპეციალისტების შეფასებით ნაგავსაყრელის მოწყობის შემთხვევაში იგი შესაძლოა განადგურდეს. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი