მომავალ წელს, მაღალი დონის პროფესიული განათლების ქვეყნებში 50 მასწავლებელი გადამზადდება - გიორგი ამილახვარი

10 ოქტომბერი 2023, 14:48 486 ნახვა

მომავალ წელს, მაღალი დონის პროფესიული განათლების ქვეყნებში 50 მასწავლებელი გადამზადდება, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პროგრამა შემდგომ წლებშიც გაგრძელდება.

„ჩვენ დავამუშავეთ რამდენიმე მიმართულება თუ როგორ უნდა ავამაღლოთ პროფესიული განათლების, მასწავლებლების კვალიფიკაცია. უნარების სააგენტოში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ადგილზე, როგორც მასწავლებელთა ქსელის განვითარების, ასევე სხვა მოდულების დამუშავებაზე, რომ მათ ადგილზე აღმოვუჩინოთ კვალიფიკაციის ამაღლება, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ჩვენ გვინდა იმ პრიორიტეტული, შერჩეული სექტორებიდან ავარჩიოთ საუკეთესო მასწავლებლები და გავაგზავნოთ ყველაზე მაღალი დონის პროფესიული განათლების ქვეყნებში და იქ ადგილზე შევმატოთ-გადავამზადოთ და ავუმაღლოთ მათ კვალიფიკაცია.

შემდგომ წელს იგეგმება 50 მასწავლებლის გადამზადება და საქართველოში დაბრუნება, რომლებიც თავის მხრივ იქნებიან ტრენერები და თავიანთ კოლეგებს ადგილზე გადაამზადებენ. ეს შესაძლებლობას მოგვცემს უფრო ფართო რაოდენობაზე გვქონდეს ხელმისაწვდომობა. ბუნებრივია, ეს არ იქნება ერთჯერადი და გაგრძელდება შემდგომ წლებსაც“, - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია კოლეჯების დირექტორების კვალიფიკაციის ამაღლება და ამ მიმართულებით სხვადასხვა ინიციატივა უკვე არსებობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი