პროექტი „ჯარის ქალაქი“ დასრულდა, მაგრამ ეს არ არის ერთჯერადი, ძალიან მალე ანალოგიური პროექტი შეიქმნება - პრემიერი

09 ოქტომბერი 2023, 11:16 536 ნახვა

ყველას მინდა მოგილოცოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის დასრულება. ჯარის ქალაქი დასრულებულია და საზეიმოდ გადავცემთ საამაყო ჯარისკაცებს და მათ ოჯახებს ამ ლამაზ ბინებს, - ამის შესახებ  ირაკლი ღარიბაშვილმა სამხედრო მოსამსახურეებისთვის „ჯარის ქალაქში“ ბინების გადაცემის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„უზომოდ ბედნიერი და გახარებული ვარ, რომ კიდევ ერთი ჩვენს მიერ დაწყებული საქმე და პროექტი დასრულდა. იცით, რომ ჩემი მინისტრობის დროს მე გამოვაცხადე, რომ ჯარს ყველაფერი საუკეთესო ეკუთვნის და დავიწყეთ ყველაფრის მოწესრიგება, იქნებოდა ეს ბაზების რეაბილიტაცია, აღჭურვილობის შეძენა თუ სხვ. იცით, რომ ეს პროექტი ძალიან მოკლე ვადებში შესრულდა. მინდა მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელობას, მშენებლებს მადლობა გადავუხადო და ასევე მინდა აღვნიშნო ის, რომ ჩვენს საამაყო ჯარს უპრეცედენტო პირობები შევთავაზეთ.

ეს პროექტი დასრულდა, მაგრამ მინდა რომ გამოვაცხადო, რომ ეს არ არის ერთჯერადი პროექტი, ეს პროექტი გაგრძელდება და ანალოგიური პროექტი შეიქმნება ძალიან მალე. ჩვენი სახელმწიფოს ვალია თქვენი სამსახური, თავდადება დავაფასოთ მაქსიმალურად. სამხედროების სამსახური ფასდაუდებელია და ჩვენ ყველანი, ვალდებულები ვართ, რომ თქვენთვის მაქსიმუმი გავაკეთოთ, რომ თქვენი თავდადება და გმირობა დაფასდეს. მე კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი თქვენი გმირობის წინაშე და მინდა გისურვოთ მშვიდობა და გამარჯვება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პროექტი „ჯარის ქალაქი“ დასრულდა, მაგრამ ეს არ არის ერთჯერადი, ძალიან მალე ანალოგიური პროექტი შეიქმნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი