მიწისძვრა ავღანეთში - დაღუპულთა რიცხვი 500-მდე გაიზარდა

08 ოქტომბერი 2023, 10:26 451 ნახვა

ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 500-მდე გაიზარდა. 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დასავლეთით მდებარე ქალაქ ჰერატიდან დაახლოებით 40 კილომეტრში, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე მოხდა.

როგორც როიტერი წერს, დაშავებულთა რიცხვი 1000-ს აღემატება. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში