კიბერდანაშაული და ელექტრონული მტკიცებულებები - სასწავლო პროგრამა

06 ოქტომბერი 2023, 11:01 571 ნახვა

კიბერდანაშაულის და ელექტრონული მტკიცებულებების თემაზე ერთწლიანი სასწავლო პროგრამა დასრულდა.

დასკვნით ღონისძიებაზე ითქვა, რომ კიბერდანაშაულის და ელექტრონული მტკიცებულებების შესახებ გამომძიებლების და პროკურორების კვალიფიკაციის ამაღლება საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და კიბერდანაშაულის თემაზე სასწავლო აქტივობები მომავალშიც გაგრძელდება. სასწავლო პროგრამა აშშ-ის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით განხორციელდა.

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით გააგრძელებენ ქართველ სამართალდამცავებთან თანამშრომლობას, რათა გაძლიერდეს ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ  ბრძოლის  შესაძლებლობა, რაც მათი თქმით საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყნებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი