ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთმა ახალი თაობის ბირთვული იარაღი გამოსცადა. პრეზიდენტის თქმით, ატომური ძრავის მქონე სტრატეგიული რაკეტის გამოცდა წარმატებით განხორციელდა.
პუტინმა აქვე დაამატა, რომ მტრის რაკეტის გაშვების აღმოჩენის მომენტიდან, არ აქვს მნიშვნელობა საიდან მოდის ის, იმდენივე ასეული რუსული რაკეტა გამოჩნდება და მტერს გადარჩენის შანსი არ ექნება.