ძლიერმა წვიმამ გურიაში ინფრასტრუქტურა დააზიანა

05 ოქტომბერი 2023, 10:17 672 ნახვა

ძლიერმა წვიმამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა დააზიანა. დაზიანდა მილხიდები, ხიდები, განვითარდა მეწყრული პროცესები.

ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. მერიაში შექმნილია საგანგებო შტაბი, ფუნქციონირებს ცხელი ხაზი.

სოფელ მამათში დაიწყო სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის ნაცვლად დროებითი კონსტრუქციის მოწყობა. 

ოზურგეთში, კი მდინარე ბჟუჟაზე, ექადიის უბანთან დამაკავშირებელი ხიდის მიმდებარე მონაკვეთი ჩავარდა. ხიდი, სავარაუდოდ, ადიდებულმა მდინარემ დააზიანა. ტერიტორია გადაკეტილია და მგზავრებს მოძრაობა შემოვლითი გზით უწევთ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი