"ბათუმის წყლის" ინფორმაციით, წყალმომარაგება ქალაქის ყველა მიმართულებით აღდგენილია.
კომპანიაში განმარტავენ, რომ "ბათუმის წყლის“ ყოროლისწყლის სათავე ნაგებობაზე უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარემ დააზიანა არსებული დამბა და მიმდებარე ინფრასტრუქტურა, რამაც ქალაქის წყალმომარაგების ნაწილში გარკვეული შეფერხებები გამოიწვია.
მათივე განცხადებით, ამ დროისთვის გამოწვევები აღმოფხვრილია და როგორც ქალაქის, ასევე შემოერთებულ ტერიტორიებზე, წყალმომარაგება სრულად აღდგენილია.