დღეს ''ნაპოლი'' ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის ''რეალს'' დაუპირისპირდება

03 ოქტომბერი 2023, 11:35 747 ნახვა

დღეს ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ''ნაპოლი'' შინ მადრიდის ''რეალს'' დაუპირისპირდება.

მატჩი ''სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე'' თბილისის დროით 22:55 საათზე დაიწყება.

პირველი ტურის შემდეგ ორივე კლუბს თანაბარი 3-3 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფებიან.

დღევანდელ შეხვედრას ორივე გუნდი დანაკლისით ხვდება. ნეაპოლელებს პიერლუიჯი გოლინი, ჟუან ჟეზუში და ამირ რაჰმანი დააკლდებიან, ხოლო მადრიდელებს ტიბო კურტუა, ედერ მილიტაო, დავიდ ალაბა და არდა გიულერი არ ეყოლებათ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში