აქცია ქობულეთში

02 ოქტომბერი 2023, 11:29 1591 ნახვა

აქცია მიმდინარეობს ამ წუთებში ქობულეთში  თამარ მეფის ქუჩაზე.  აქ მცხოვრებ ბეჟანიძეების 5-წევრიან  ოჯახს რამდენიმე დღეში გამოსახლება ემუქრება.

აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის მცდელობა ჰქონდათ, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა, რის გამოც ოჯახის ერთ-ერთი წევრი შეუძლოდ გახდა, გამოიძახეს სასწრაფოს დახმარება. როგორც ბეჟანიძეები ამბობენ, ესაა მათთვის მე-3 გამოსახლებაა.

ამბობენ, რომ სახლის ახალ მეპატრონეს 200 ათას დოლარს სთავაზობენ, თუმცა იგი არ თანხმდება მათ შეთავაზებას. ბეჟანიძეები მთავრობას დახმარებას სთხოვენ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი